ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა
ღონისძიებები
20 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრი ონლაინ გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ნიდერლანდური ენის შესწავლითა და სტიპენდიებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრი ნაწილია მსოფლიო მასშტაბის ქსელის, რომელშიც 300-ზე მეტი ცენტრია გაერთიანებული.
ცენტრის წარჩინებულ სტუდენტებს ყოველ წელს საშუალება ეძლევათ მოიპოვონ სტიპენდია ნიდერლანდური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებისთვის. ცენტრალური ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტებში, სადაც ნიდერლანდური ენის კურსებს უძღვებიან ნიდერლანდელი და ბელგიელი ლექტორები, სტიპენდიების მოპოვება შესაძლებელია ნიდერლანდური ენის A2 დონის ფლობით, ხოლო ბელგიის გენტის უნივერსიტეტის საზაფხულო კურსზე „ენა, კულტურა და პროფესია“ − ნიდერლანდური ენის B1 დონის ფლობით.
ორკომპონენტიანი კურსი „ენა, კულტურა და პროფესია“ ფოკუსირებულია როგორც ენის შესწავლაზე, ასევე სტუდენტის ინტერესებიდან გამომდინარე სხვადასხვა პროფესიულ მიმართულებაზე, ესენია: ენათმეცნიერება, ენის დიდაქტიკა, ხელოვნება, ლიტერატურა, საერთაშორისო ურთიერთობები და სხვ.
ორივე კურსი მოიცავს ექსკურსიებსა და სხვა საინტერესო ღონისძიებებს.
სტუდენტებს ასევე შეუძლიათ Prince-Academie-ის ონლაინლექციებზე დასწრება და ინგლისური TOEFL-ის სერტიფიკატის მსგავსი ნიდერლანდური CNaVT სერტიფიკატის მიღება.
ილიაუნის ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრს ხშირად სტუმრობენ ნიდერლანდელი და ფლანდრიელი კოლეგები.
ცენტრის ბიბლიოთეკა ყოველწლიურად იზრდება ნიდერლანდური და ფლანდრიული გამომცემლობებისა და ფონდების დახმარებით.
შეხვედრის ბმული: https://us05web.zoom.us/j/88052127441
Meeting ID: 880 5212 7441
Passcode: 1234567
დრო: 20 ივნისი, 15:00 საათი
სამუშაო ენა: ქართული
დასწრება თავისუფალია.
2025