მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე 2026-2027 სასწავლო წლისთვის
ახალი ამბები
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2026-2027 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
მისაღები ადგილების რაოდენობა პროგრამების მიხედვით იხილეთ აქ.
შენიშვნა: ზეპირი გამოცდის კრიტერიუმები იხილეთ თითოეული პროგრამის გასწვრივ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად 2026 წლის 17 აგვისტოდან 31 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით, რეგისტრაციის ბაზის საშუალებით შემდეგ ბმულზე: https://argus.iliauni.edu.ge/ka/registration/masters
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები პროგრამების მიხედვით, ჩატარდება 2026 წლის 2 სექტემბრიდან 4 სექტემბრის ჩათვლით;
დეტალური ინფორმაცია მაგისტრანტობის კანდიდატთა სიების, გამოცდების ზუსტი თარიღებისა და საგამოცდო აუდიტორიების მითითებით, აიტვირთება ილიაუნის ვებგვერდზე არაუგვიანეს 1 სექტემბრისა.
მიმართულება: ჰუმანიტარული მეცნიერებები
1. რელიგიის კვლევები - შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა;
შენიშვნა: სამაგისტრო პროგრამაზე „რელიგიის კვლევები“ ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ რეზიუმე (CV).
2. შუა საუკუნეების კვლევები − შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა.
შენიშვნა: სამაგისტრო პროგრამაზე „შუა საუკუნეების კვლევები“ ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ რეზიუმე (CV).
სამაგისტრო გამოცდის საკითხავი მასალა 2026-2027 სასწავლო წლის მიღებისთვის:
ჟაკ ლე გოფი ‘’ევროპის დაბადება’’
აარონ გურევიჩი ‘’შუა საუკუნეების კულტურის კატეგორიები’’
უმბერტო ეკო ‘’მტრის ხატია შექმნა’’
3. ლექსიკოგრაფია, ტერმინოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები − შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა.
ინგლისურენოვანი სტატიის ნიმუში;
სამაგისტრო გამოცდის საკითხავი მასალა 2026-2027 სასწავლო წლის მიღებისთვის:
მიმართულება: სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა)
4. გერმანიის კვლევები − კულტურა, პოლიტიკა, საზოგადოება − შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა.
გერმანულენოვანი ტესტის ნიმუში;
5. ადიქციის კვლევები – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა:
სამაგისტრო პროგრამის „ადიქციის კვლევები“ მაგისტრანტობის კანდიდატებმა უნდა ჩამოტვირთონ სააპლიკაციო ფორმა, შეავსონ ინგლისურად და რეგისტრაციისას ატვირთონ სარეგისტრაციო ბმულზე სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად.
შენიშვნა: სამაგისტრო პროგრამაზე „ადიქციის კვლევები“ ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე.
მიმართულება: ჯანდაცვა
6. კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა.
შენიშვნა: სამაგისტრო პროგრამაზე: „კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია“ ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ აკადემიური/პროფესიული მიღწევები - რეზიუმე (CV) (სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა, სხვა დოკუმენტებთან ერთად CV უნდა წარმოადგინონ ელექტორნული ფორმით რეგისტრაციის დროს);
რეგისტრაცია
2026 წლის 17 აგვისტოდან 31 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით, რეგისტრაციის ბაზის საშუალებით შემდეგ ბმულზე: https://argus.iliauni.edu.ge/ka/registration/masters
რეგისტრაციის ზოგადი ინსტრუქცია იხილეთ აქ.
რეგისტრაციის დაწყებამდე მაგისტრანტობის კანდიდატებს აუცილებლად მზად უნდა ჰქონდეთ ყველა ასატვირთი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ დარეგისტრირდებიან.
არასწორად ატვირთული დოკუმენტის შემთხვევაში რეგისტრაცია გაუქმდება! მცდარი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტს ეკისრება პასუხისმგებლობა!
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩატარებისა და შედეგების გამოცხადების ვადები
- შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები პროგრამების მიხედვით, ჩატარდება 2026 წლის 2 სექტემბრიდან 4 სექტემბრის ჩათვლით;
- გამოცდებგავლილ მაგისტრანტობის კანდიდატთა შეფასებები, საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით, განთავდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე არაუგვიანეს 2026 წლის 5 სექტემბრის 20:00 საათისა.
- მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ ჩატარებული გამოცდის შედეგების შესახებ უნდა გააგზავნოს 2026 წლის 6 სექტემბრის 09:00 საათიდან - 8 სექტემბრის 16:00 საათამდე ელექტრონულ ფოსტაზე: graduateschool@iliauni.edu.ge
- ინფორმაცია პროგრამების მიხედვით სააპელაციო გამოცდების განრიგისა და ადგილმდებარეობის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2026 წლის 8 სექტემბერს არაუგვიანეს 20:00 საათისა.
- საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და განმეორებითი გამოცდები ჩატარდება 2026 წლის 9 ან/და 10 სექტემბერს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საპრეტენზიო საბჭო განიხილავს მხოლოდ იმ საპრეტენზიო განაცხადებს, რომლებშიც მკაფიოდ და არგუმენტირებულად იქნება წარმოდგენილი აპელაციის კონკრეტული მიზეზი/მიზეზები.
ხელშეკრულებების გაფორმება
მაგისტრანტობის იმ კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და რეიტინგული სიის მიხედვით მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულებები გაფორმდება 2026 წლის 14 სექტემბრიდან 15 სექტემბრის 18:00 საათამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. №32).
ა) ძირითადი სიის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 14 სექტემბერს, 10:00 – 18:00 საათამდე;
ბ) სათადარიგო სიის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 15 სექტემბრის 10:00 - 18:00 საათამდე.
სათადარიგო სიაში მყოფ კანდიდატთა საყურადღებოდ!
იმ შემთხვევაში, თუ პროგრამებით განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობა არ შეივსება ძირითადი სიებიდან და დარჩება ვაკანტური ადგილები, 15 სექტემბერს ფაკულტეტის წარმომადგენელი ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომრებზე დაუკავშირდება სათადარიგო სიის კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისად.
მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს ყველა ის დოკუმენტი, რომლებიც ჰქონდა მოთხოვნილი რეგისტრაციის ეტაპზე (მათ შორის ის დოკუმენტიც, რომელსაც მაგისტრანტობის კანდიდატისთვის სასურველი პროგრამა შეიძლება ითხოვდეს: CV/სამოტივაციო წერილი/ესეი):
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
ბ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, სადაც მითითებულ უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;
გ) ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა;
დ) ფაკულტეტის მოთხოვნის შემთხვევაში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი;
ე) 1 ფოტოსურათი ზომით 3X4.
ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობა.
იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ორ ან მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ ერთ პროგრამაზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, დაკარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თინათინ ასანიშვილი
საქმისმწარმოებელი
➳ ილია ჭავჭავაძის გამზირი 32, ოთახი A 301
☏ (+995 32) 222 00 09 (206)
✉ graduateschool@iliauni.edu.ge
რუსუდან გიორგაძე
საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
➳ ილია ჭავჭავაძის გამზირი 32, ოთახი A204
☏ (+995 32) 222 00 09 (430)
✉ rusudani.giorgadze@iliauni.edu.ge
2026