


მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტურ კონფერენციათა სერია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში
ახალი ამბები
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს იწვევს 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კონფერენციათა სერიაში მონაწილეობისთვის.
კონფერენციები გაიმართება 2025 წლის 11-12 ივნისს ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“.
კონფერენციების სექციები:
- ქართული და უცხოური ენების ფილოლოგია;
- არქეოლოგია, ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, კინომცოდნეობა;
- ფილოსოფია;
- თავისუფალი მეცნიერებები;
- პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები;
- ფსიქოლოგია;
- სოციოლოგია.
შერჩევის ეტაპები:
I ეტაპი
დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ განაცხადი და ატვირთონ მოხსენების ვრცელი რეზიუმე (დაახლ. 500 სიტყვა), რომელშიც ჩამოყალიბებული უნდა იყოს ნაშრომის მიზანი, საკვლევი პრობლემა და მოსალოდნელი შედეგები/დასკვნები. მას უნდა ახლდეს საკვანძო სიტყვები და ნაშრომში გამოყენებული ძირითადი წყაროების ჩამონათვალი.
მოხსენების თემის შერჩევისას და ნაშრომზე მუშაობისას კონსულტაციისთვის სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ შესაბამისი მიმართულების ლექტორს.
განაცხადის და ვრცელი რეზიუმეს ატვირთვის ბოლო ვადაა: 2025 წლის 22 მაისი, 23:59 საათი
ვრცელი რეზიუმე წარმოდგენილი უნდა იყოს pdf ფორმატში შემდეგი წესის დაცვით:
სათაურის შრიფტი – Sylfaen; ზომა – 14, გამუქებული;
ტექსტის შრიფტი – Sylfaen; ზომა – 12;
ველები: მარჯვენა ველი – 2 სმ, მარცხენა ველი – 2.5 სმ, ზედა ველი – 2 სმ, ქვედა ველი – 2 სმ;
ტექსტის კიდეები გასწორებულია ორივე მხარეს;
სტრიქონებს შორის დაშორება – 1.5;
სათაურსა და ტექსტს შორის დაშორება – 2 სტრიქონი.
II ეტაპი
რეზიუმეებს შეაფასებენ შესაბამისი სექციების კომისიები და შედეგებს არაუგვიანეს 2025 წლის 30 მაისისა აცნობებენ მეორე ეტაპზე გადასულ სტუდენტებს ელფოსტის საშუალებით.
სტუდენტებმა კონფერენციაზე მოხსენებები უნდა წარმოადგინონ PowerPoint-ის ფორმატში. პრეზენტაციის მომზადებისას უნდა გაითვალისწინონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილი.
მოხსენების ხანგრძლივობა − 15 წუთი; დისკუსია − 5 წუთი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: პლაგიატის შემცველი ნაშრომები არ შეფასდება.
კონფერენციის ყველა მომხსენებელს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ელფოსტაზე: artsci_coordinators@iliauni.edu.ge
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში (Subject Line) მიუთითეთ „სტუდენტური კონფერენცია 2025“.
განაცხადის შევსებას და მოხსენების ვრცელი რეზიუმეს ატვირთვას შეძლებთ აქ.
რეგისტრაციისა და რეზიუმეს ატვირთვისას, ასევე კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელფოსტაზე.
გისურვებთ წარმატებას!
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 11-12 ივნისი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ლიგამუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 32
2025