მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ გამოცდების III ეტაპის პირველადი შედეგები
ახალი ამბები
2025-2026 წლის შიდასაუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდების III ეტაპის პირველადი შედეგები მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“.
III ეტაპის შედეგები იხილეთ აქ
III ეტაპის სააპელაციო პროცედურა
მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ ჯგუფური გამოცდის შესახებ უნდა გამოგზავნოს 2025 წლის 12 სექტემბერს, 15:00-დან 18:00 საათამდე, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ელექტრონულ ფოსტაზე:graduateschool@iliauni.edu.ge
საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისია გასაუბრების ვიდეოჩანაწერების საფუძველზე. ვიდეოჩანაწერის გაცნობის შემდეგ სააპელაციო კომისიამ შესაძლოა მოითხოვოს აპლიკანტთან შეხვედრა. შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე არაუგვიანეს 13 სექტემბრისა.
შედეგების გამოცხადება
მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული სიები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები) და საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე არაუგვიანეს 2025 წლის 15 სექტემბრისა.
ხელშეკრულებების გაფორმება
მაგისტრანტობის იმ კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და რეიტინგული სიის მიხედვით მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულებები გაფორმდება 2025 წლის 16-დან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. №32)
ა) ძირითადი სიის კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 16 და 17 სექტემბერს;
ბ) სათადარიგო სიის კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება18 სექტემბრის 18:00 საათამდე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ ანჯაფარიძე
საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A204
☏ (+995 32) 222 00 09 (430)
✉ mariam.anjapharidze@iliauni.edu.ge
თინათინ ასანიშვილი
საქმისმწარმოებელი
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A301
✉ graduateschool@iliauni.edu.ge
2025