მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები ინგლისური ენის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის პირველადი შედეგები

ახალი ამბები

2025-2026 სასწავლო წლის ინგლისური  ენის  სამაგისტრო შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის შედეგები პროგრამების მიხედვით მოცემულია თანდართულ დოკუმენტებში.

  1. პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები, საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება, რეგიონული კვლევები (ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები) – ინგლისური ენის შედეგები
  2. თანამედროვე საქართველოს ისტორია –ინგლისური ენის გამოცდის შედეგები;
  3. კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია – ინგლისური ენის გამოცდის შედეგები;

______________________________________________________________________________

სააპელაციო პროცედურები

მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური ენის გამოცდის შედეგების შესახებ პროგრამებზე – „პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები“, „საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება“, „რეგიონული კვლევები (ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები)“, „თანამედროვე საქართველოს ისტორია“, „კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია“ – უნდა გაგზავნოს 2025 წლის 3 სექტემბრის 20:00-დან 4 სექტემბრის 15:00 საათამდე ელექტრონულ ფოსტაზე: graduateschool@iliauni.edu.ge

სააპელაციო განაცხადის ფორმა იხილეთ აქ.

საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს ინგლისური ენის სააპელაციო კომისია.

ინგლისური ენის გამოცდაგავლილ მაგისტრანტობის კანდიდატთა შეფასებები საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით და სააპელაციო გამოცდების შედეგების გათვალისწინებით უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება 2025 წლის 5 სექტემბერს არაუგვიანეს 15:00 საათისა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საპრეტენზიო საბჭო განიხილავს მხოლოდ იმ საპრეტენზიო განაცხადებს, რომლებშიც მკაფიოდ და არგუმენტირებულად იქნება წარმოდგენილი აპელაციის კონკრეტული მიზეზი/მიზეზები.

პროგრამაზე „თანამედროვე საქართველოს ისტორია“ ინგლისური ენის გამოცდის მინიმალური ზღვარია საერთო ქულების 65% და მეტი.

შიდასაუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდების შემდეგ ეტაპზე გადასვლას შეძლებენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც უცხო ენის გამოცდისთვის დადგენილ ზღვარს გადალახავენ ჩამოთვლილ პროგრამებზე: „პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები“, „საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება“, „რეგიონული კვლევები (ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები)“, „თანამედროვე საქართველოს ისტორია“ და „კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია“.

უცხო ენის გამოცდაში ზღვარგადალახული კანდიდატებისთვის შიდასაუნივერსიტეტო დარგობრივი გამოცდა ჩატარდება 2025 წლის 6-დან 9 სექტემბრის ჩათვლით. დეტალური ინფორმაცია კანდიდატთა სიების, გამოცდების ზუსტი თარიღებისა და დროის, ასევე საგამოცდო აუდიტორიების მითითებით განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე არაუგვიანეს 5 სექტემბრის 18:00 საათისა შემდეგი პროგრამებისთვის: „პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები“, „საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება“, „რეგიონული კვლევები (ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები)“, „თანამედროვე საქართველოს ისტორია“ და „კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია“.

_____________________________________________________________________________

საკონტაქტო ინფორმაცია:

მარიამ ანჯაფარიძე
საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A204
☏ (+995 32) 222 00 09 (430)
✉ mariam.anjapharidze@iliauni.edu.ge

თინათინ ასანიშვილი
საქმისმწარმოებელი
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A301
✉ graduateschool@iliauni.edu.ge

2025

ბანერები