მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ მისაღები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების I ეტაპის შედეგები

ახალი ამბები

2025-2026 სასწავლო წლის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების I ეტაპის შედეგები  (ინტერვიუები აპლიკანტთან) იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.

სააპელაციო პროცედურები

მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ ჩატარებული ინტერვიუს შედეგების შესახებ უნდა გამოაგზავნოს 2025 წლის 4 სექტემბერს 15:00-დან 18:00 საათამდე მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ელექტრონულ ფოსტაზე: graduateschool@iliauni.edu.ge

საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისია გასაუბრების ვიდეოჩანაწერის საფუძველზე. ვიდეოჩანაწერის გაცნობის შემდეგ სააპელაციო კომისიამ, შესაძლოა, მოითხოვოს აპლიკანტთან შეხვედრა.

აპელაციის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე არაუგვიანეს 5 სექტემბრისა

სააპელაციო განაცხადის ფორმა იხილეთ აქ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საპრეტენზიო საბჭო განიხილავს მხოლოდ იმ საპრეტენზიო განაცხადებს, რომლებშიც მკაფიოდ და არგუმენტირებულად იქნება წარმოდგენილი აპელაციის კონკრეტული მიზეზი/მიზეზები.

იმ აპლიკანტებს, რომლებმაც გადალახეს შეფასების მინიმალური ზღვარი, შემოქმედებითი ტურისთვის მიეცემათ დავალება, რომელიც მოიცავს ეტიუდის მომზადებას ლიტერატურული მასალის მიხედვით.

შემოქმედებითი ტური მსახიობებისთვის შედგება 2025 წლის 8 სექტემბერს.

განრიგის შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსდება ილიაუნის ვებგვერდზე არაუგვიანეს 5 სექტემბრისა.

______________________________________________________________________________

საკონტაქტო ინფორმაცია:

მარიამ ანჯაფარიძე
საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A204
☏ (+995 32) 222 00 09 (430)
✉ mariam.anjapharidze@iliauni.edu.ge

თინათინ ასანიშვილი
საქმისმწარმოებელი
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A301
✉ graduateschool@iliauni.edu.ge

2025

ბანერები