მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროგრამის „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ შიდასაუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდების II ეტაპის პირველადი შედეგები
ახალი ამბები
გაეცანით 2025-2026 წლის შიდასაუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდების II ეტაპის პირველად შედეგებს მიმართულებების მიხედვით თანდართულ დოკუმენტებში.
II ეტაპის შედეგები:
- შემოქმედებითი ტური მსახიობებისთვის − გამოცდის პირველადი შედეგები
სააპელაციო პროცედურები
მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ ჩატარებული შემოქმედებითი ტურის შედეგების შესახებ უნდა გამოგზავნოს 2025 წლის 9 სექტემბერს 15:00 დან 18:00 საათამდე მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ელექტრონულ ფოსტაზე: graduateschool@iliauni.edu.ge
სააპელაციო განაცხადის ფორმა იხილეთ აქ.
საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისია გასაუბრების ვიდეოჩანაწერების საფუძველზე. ვიდეოჩანაწერის გაცნობის შემდეგ სააპელაციო კომისიამ შესაძლოა მოითხოვოს აპლიკანტთან შეხვედრა.
სააპელაციო პროცედურის შედეგები და მესამე ტურის განრიგი გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე არაუგვიანეს 10 სექტემბრისა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საპრეტენზიო საბჭო განიხილავს მხოლოდ იმ საპრეტენზიო განაცხადებს, რომლებშიც მკაფიოდ და არგუმენტირებულად იქნება წარმოდგენილი აპელაციის კონკრეტული მიზეზი/მიზეზები.
შემდეგ ეტაპზე გადადის ის კანდიდატი, რომელიც გადალახავს შეფასების მინიმალურ ზღვარს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ ანჯაფარიძე
საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A204
☏ (+995 32) 222 00 09 (430)
✉ mariam.anjapharidze@iliauni.edu.ge
თინათინ ასანიშვილი
საქმისმწარმოებელი
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A301
✉ graduateschool@iliauni.edu.ge
2025