კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე
კონკურსები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭოს 2025 წლის 8 აგვისტოს №5 სხდომის გადაწყვეტილებით, გამოცხადდა კონკურსი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე 2025 წლის 12 აგვისტოდან.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში უნივერსიტეტის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელზე უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის განვითარებისა და ადმინისტრირების კონცეფცია;
- ავტობიოგრაფია (CV);
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის ასლი;
- ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყება 2025 წლის 15 სექტემბრის 10:00 საათიდან და გაგრძელდება 2025 წლის 22 სექტემბრის 18.00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5).
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდება 2025 წლის 25 სექტემბერს.
2025