ილიაუნის ხალხური სიმღერის გუნდი იწვევს ახალ წევრებს
ახალი ამბები
ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი იწვევს ახალ წევრებს.
გუნდი 2012 წელს შეიქმნა. 2019 წელს მოიპოვა საქართველოს საგუნდო კონკურსის ორი პირველი ადგილი სიმღერისა და საგალობლის შესრულებაში, ხოლო 2023 წელს გაიმარჯვა საუნივერსიტეტო ანსამბლების ფესტივალში.
გუნდი მონაწილეობს საინტერესო პროექტებსა და გასტროლებში. გუნდის წევრები გასტროლებზე იმყოფებოდნენ პოლონეთში, სერბეთში, ესტონეთსა და საფრანგეთში.
ყოველი სემესტრის ბოლოს კი ახალი რეპერტუარით მართავს კონცერტს, რომელზეც სრულდება ქართული ხალხური სიმღერები, საგალობლები, უცხოური ფოლკლორის ნიმუშები, როგორც ხალხური, სამხმიანი, ასევე კაპელის ოთხხმიანი წყობით.
გუნდს ხელმძღვანელობს ეთნომუსიკოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია.
რეპეტიციები: სამშაბათი და პარასკევი, 18:00 საათი
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, D406 აუდიტორია
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით გუნდის ხელმძღვანელს, თამაზ გაბისონიას.
ტელ.: 593181000
ელფოსტა: tamaz.gabisonia@iliauni.edu.ge
2025