ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
ახალი ამბები
10 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ თანამშრომლობით ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის წლევანდელი თემა იყო „სერვისებზე ხელმისაწვდომობა: ფსიქიკური ჯანმრთელობა კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების დროს“.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი გიორგი გვალია, ევროკავშირის ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“, ჩეხეთის კარიტასისა და ექსპერტიზ ფრანსის წარმომადგენლები.
სტუდენტებისთვის ჩატარდა ვორკშოპი „ფსიქოლოგიური პირველი დახმარება“.
ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კომპასის (COMPASS-GE)“ ფარგლებში.
2025
გალერეა