მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დოქტორანტ თამარ ქებურიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

ღონისძიებები

20 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) ხელშეკრულების ფარგლებში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ისტორია“ დოქტორანტი თამარ ქებურია დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ინდუსტრიული გიგანტის ჩრდილქვეშ: ინდუსტრიალიზაცია და მუშათა კლასის ფორმირება საბჭოთა საქართველოში“ (In the Shadow of the Industrial Giant: History of Industrialization and Working-Class Formation in Soviet Georgia).

ერთობლივი პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს, კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი.

სადოქტორო დისერტაცია იკვლევს ინდუსტრიალიზაციისა და მუშათა კლასის ფორმირების ისტორიას საბჭოთა საქართველოში (1929-1985) და მიზნად ისახავს საბჭოთა მოდერნიზაციის ჰეგემონური ნარატივების რევიზიას საქართველოს გამოცდილების განხილვისა და ისტორიის „ქვემოდან“ წაკითხვის გზით.

კვლევის ცენტრალური ობიექტია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა. დოქტორანტი ორ ურთიერთდაკავშირებულ განზომილებას იკვლევს: რესურსების გეოგრაფიისა და ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის გადამწყვეტ როლს საბჭოთა ხელისუფლების კონსოლიდაციაში და ადგილობრივი აქტორების მონაწილეობასა და გავლენას ინდუსტრიალიზაციისა და მუშათა კლასის ფორმირების პროცესებში.

აღნიშნული პერსპექტივა ხელს უწყობს საბჭოთა წარსულის კრიტიკულ გადააზრებას, საქართველოს მაგალითის მოხმობით დომინანტური ნარატივების გამრავალფეროვნებას და ისტორიული ცოდნისა თუ მოვლენების ახალ შუქზე დანახვას.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი ანკე ჰილბრენერი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ოლივერ რაისნერი

სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 20 ივნისი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.


2025

ბანერები