მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ციცინო გაბესკირიას წიგნის „სახალისო საუბრები ლექსიკოლოგიაზე“ წარდგენა

ღონისძიებები

27 ოქტომბერს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ციცინო გაბესკირიას წიგნის „სახალისო საუბრები ლექსიკოლოგიაზე“ წარდგენა.  

წიგნი ციკლის მეორე გამოცემაა, რომელშიც ბებია და შვილიშვილი სახალისოდ საუბრობენ ლექსიკოლოგიის საინტერესო თემებზე, როგორებიცაა: იდიომები, ომონიმები და ომოფონები, პოლისემია და სინონიმია, ოქსიმორონი, სპუნერიზმი და სხვ. გამოცემაში წარმოდგენილია როგორც ქართული, ისე ინგლისური მაგალითები, სხვადასხვა იდიომის ეტიმოლოგიური განმარტებები.

წარდგენას მოდერაციას გაუწევს თინათინ მარგალიტაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი, პროფესორი.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 27 ოქტომბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2025

ბანერები