2025-2026 სასწავლო წლისთვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების პირველადი შედეგები
ახალი ამბები
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგები (ნედლი ქულები) მოცემულია პროგრამების მიხედვით თანდართულ დოკუმენტებში.
მისაღები ადგილების რაოდენობა პროგრამების მიხედვით იხილეთ აქ.
- ანგლისტიკა − ზეპირი გამოცდის შედეგები
- შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა − ზეპირი გამოცდის შედეგები
- გამოყენებითი ენათმეცნიერება − ზეპირი გამოცდის შედეგები
- რელიგიის კვლევები − ზეპირი გამოცდის შედეგები
- ფილოსოფია − წერითი გამოცდის შედეგები, ზეპირი გამოცდის შედეგები
- შუა საუკუნეები კვლევები − ზეპირი გამოცდის შედეგები
- არქეოლოგია − ზეპირი გამოცდის შედეგები
- თანამედროვე საქართველოს ისტორია − ზეპირი გამოცდის შედეგები
- ლექსიკოგრაფია, ტერმინოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები − ზეპირი გამოცდის შედეგები
- კინომცოდნეობა − ზეპირი გამოცდის შედეგები
- გერმანიის კვლევები − კულტურა, პოლიტიკა, საზოგადოება − ზეპირი გამოცდის შედეგები
- ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია) − წერითი გამოცდის შედეგები
- პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები − ზეპირი გამოცდის შედეგები
- საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება − ზეპირი გამოცდის შედეგები
- რეგიონული კვლევები (ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები) − ზეპირი გამოცდის შედეგები
- ადიქციის კვლევები − ზეპირი გამოცდის შედეგები
- სოციოლოგია − ზეპირი გამოცდის შედეგები
- სოციალური მუშაობა − ზეპირი გამოცდის შედეგები
- კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია − ზეპირი გამოცდის შედეგები
- ფსიქიკური ჯანმრთელობა − ზეპირი გამოცდის შედეგები
სააპელაციო პროცედურები
მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ ჩატარებული გამოცდის შედეგების შესახებ უნდა გაგზავნოს 2025 წლის 10 სექტემბრის 16:00 საათიდან 11 სექტემბრის 15:00 საათამდე ელექტრონულ ფოსტაზე: graduateschool@iliauni.edu.ge (სააპელაციო განაცხადის ფორმა იხილეთ აქ. )
საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისია.
საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და განმეორებითი გამოცდები ჩატარდება 2025 წლის 12 ან/და 13 სექტემბერს.
ინფორმაცია პროგრამების მიხედვით სააპელაციო გამოცდების განრიგისა და ადგილმდებარეობის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2025 წლის 11 სექტემბერს არაუგვიანეს 18:00 საათისა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საპრეტენზიო საბჭო განიხილავს მხოლოდ იმ საპრეტენზიო განაცხადებს, რომლებშიც მკაფიოდ და არგუმენტირებულად იქნება წარმოდგენილი აპელაციის კონკრეტული მიზეზი/მიზეზები.
შედეგების გამოცხადება
მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული სიები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები) და საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე არაუგვიანეს 2025 წლის 15 სექტემბრის 16:00 საათისა.
ხელშეკრულებების გაფორმება
მაგისტრანტობის იმ კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და რეიტინგული სიის მიხედვით მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულებები გაფორმდება 2025 წლის 16 სექტემბრიდან 19 სექტემბრის 18:00 საათამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №32).
ა) ძირითადი სიის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 16 და 17 სექტემბერს;
ბ) სათადარიგო სიის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 18 და 19 სექტემბრის 18:00 საათამდე.
სათადარიგო სიაში მყოფ კანდიდატთა საყურადღებოდ!
იმ შემთხვევაში, თუ პროგრამებით განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობა არ შეივსება ძირითადი სიებიდან და დარჩება ვაკანტური ადგილები, 16 სექტემბერს ფაკულტეტის წარმომადგენელი ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომრებზე დაუკავშირდება სათადარიგო სიის კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისად.
მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს ყველა ის დოკუმენტი, რომლებიც ჰქონდა მოთხოვნილი რეგისტრაციის ეტაპზე (მათ შორის ის დოკუმენტიც, რომელსაც მაგისტრანტობის კანდიდატისთვის სასურველი პროგრამა შეიძლება ითხოვდეს: CV/სამოტივაციო წერილი/ესეი):
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
ბ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, უნდა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, სადაც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;
გ) ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა;
დ) ფაკულტეტის მოთხოვნის შემთხვევაში – სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი;
ე) 1 ფოტოსურათი ზომით 3X4.
ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობა.
იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ორ ან მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ ერთ პროგრამაზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, დაკარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
_____________________________________________________________________________
საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ ანჯაფარიძე
საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A204
☏ (+995 32) 222 00 09 (430)
✉ mariam.anjapharidze@iliauni.edu.ge
თინათინ ასანიშვილი
საქმისმწარმოებელი
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A301
✉ graduateschool@iliauni.edu.ge
2025