ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის ღია კარის დღე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2019 წელს აბიტურიენტებისთვის რამდენიმე ღია კარის დღეს გამართავს თბილისში. პირველ ღია კარის დღეს ილიაუნი 25 იანვარს უმასპინძლებს.

როგორ დავრეგისტრირდეთ ილიაუნის ღია კარის დღეზე?

ღია კარის დღეზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/r6Zyfs
წინასწარი რეგისტრაცია, ერთი მხრივ, დაგვეხმარება წინასწარ განვსაზღვროთ დამსწრეთა რაოდენობა და თქვენთვის კომფორტულ გარემოში ჩავატაროთ ღია კარის დღე. ასევე თქვენი ინტერესების გათვალისწინებით დავგეგმოთ პროგრამა – შეგახვედროთ თქვენთვის საინტერესო პროგრამებისა და მიმართულებების ხელმძღვანელებს.

ვის შეუძლია ღია კარის დღეზე დასწრება?

ილიაუნის ღია კარის დღე განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისათვის, განსაკუთრებით აბიტურიენტებისათვის. ღია კარის დღეზე დასწრება შეუძლიათ მშობლებსაც.

რა ინფორმაციას მივიღებთ ღია კარის დღეზე?
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ღია კარის დღეზე:

  • მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას იმ შეთავაზებებზე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდიები, დაფინანსების მოპოვების დამატებითი შესაძლებლობები, სასტიპენდიო კონკურსები და სხვ.), რომელთაც უნივერსიტეტი გთავაზობთ 2019 წელს;
  • საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით შეხვდებით შესაბამისი ფაკულტეტების წარმომადგენლებსა და საბაკალავრო პროგრამებისა და მიმართულებების ხელმძღვანელებს – დაუსვამთ მათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებს პროგრამების თავისებურებებზე;
  • დაესწრებით ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ მასტერკლასებსა და საინფორმაციო შეხვედრებს.
  • ღია კარის დღეების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება უახლოეს დღეებში.


გელოდებით და გახსოვდეთ, რომ თქვენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ!

#მევირჩევილიაუნის



საკონტაქტო ინფორმაცია

abiturienti@iliauni.edu.ge
032 2 22 00 09 (352)
Facebook.com/iliauni010

ბანერები