ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის ღია კარის დღე

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2019 წლის 31 მაისს აბიტურიენტებისათვის განკუთვნილ ღია კარის დღეს უმასპინძლებს.

როგორ დავრეგისტრირდეთ ილიაუნის ღია კარის დღეზე?

ღია კარის დღეზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/3iliauni2019

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 26 მაისი, 2019

წინასწარი რეგისტრაცია, ერთი მხრივ, დაგვეხმარება წინასწარ განვსაზღვროთ დამსწრეთა რაოდენობა და თქვენთვის კომფორტულ გარემოში ჩავატაროთ ღია კარის დღე. ასევე თქვენი ინტერესების გათვალისწინებით დავგეგმოთ პროგრამა – შეგახვედროთ თქვენთვის საინტერესო პროგრამებისა და მიმართულებების ხელმძღვანელებს.

ვის შეუძლია ღია კარის დღეზე დასწრება?

ილიაუნის ღია კარის დღე განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისათვის, განსაკუთრებით აბიტურიენტებისათვის. ღია კარის დღეზე დასწრება შეუძლიათ მშობლებსაც.

რა ინფორმაციას მივიღებთ ღია კარის დღეზე?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ღია კარის დღეზე:

  • მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას იმ შეთავაზებებზე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდიები, დაფინანსების მოპოვების დამატებითი შესაძლებლობები, სასტიპენდიო კონკურსები და სხვ.), რომელთაც უნივერსიტეტი გთავაზობთ 2019 წელს;
  • საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით შეხვდებით შესაბამისი ფაკულტეტების წარმომადგენლებსა და საბაკალავრო პროგრამებისა და მიმართულებების ხელმძღვანელებს – დაუსვამთ მათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებს პროგრამების თავისებურებებზე;
  • დაესწრებით ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ მასტერკლასებსა და საინფორმაციო შეხვედრებს.

ღია კარის დღის განრიგი იხილეთ თანდართული ფაილის სახით.

ღია კარის დღესთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას რეგისტრირებული აბიტურიენტები მიიღებენ ელ. ფოსტისა და SMS შეტყობინების სახით.

გელოდებით და გახსოვდეთ, რომ თქვენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ!

#მევირჩევილიაუნის

2019 წელი


საკონტაქტო ინფორმაცია

abiturienti@iliauni.edu.ge

032 2 22 00 09 (352)

Facebook.com/iliauni010

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები