ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაგეგმილი შეხვედრები

ლევან ცაგარლის შეხვედრა აბიტურიენტებთან - ფოთი, 9 თებერვალი

ღონისძიებები

9 თებერვალს, 13:00 საათზე, ქალაქ ფოთის  N2 საჯარო სკოლაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების პროფესორი ლევან ცაგარელი აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავს და წაუკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ ავირჩიოთ პროფესია“.

ლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს.

ლევან ცაგარლის შესახებ

ლევან ცაგარელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორია ფილოლოგიის მიმართულებით. მისი სამეცნიერო ინტერესები აერთიანებს ლიტერატურისა და კულტურის კვლევებს. ლევან ცაგარლის პუბლიკაციებსა და ვიდეოლექციებს შეგიძლიათ გაეცნოთ მის აკადემიურ გვერდზე – http://bit.ly/tsagareli.

დამატებითი ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თებერვლიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში უფროსკლასელებისათვის გამართავს საინფორმაციო შეხვედრებს. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მომავალი პროფესიის არჩევა – ამ თემაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს წაუკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება.

საინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/2RI4a0r

შენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ!

#მევირჩევილიაუნის

2020 წელი

ბანერები