ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაგეგმილი შეხვედრები

კახა მაღრაძის შეხვედრა აბიტურიენტებთან – თელავი, 1-ლი თებერვალი

ღონისძიებები

პირველ თებერვალს, 13:00 საათზე, ქალაქ თელავში, სასტუმრო „ალაზნის ველში“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი კახა მაღრაძე აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავს და წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ ავირჩიოთ პროფესია“.

ლექციის შემდეგ ილიაუნის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს.

კახა მაღრაძის შესახებ

კახა მაღრაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი და კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი. 2007 წლიდან დღემდე ივენთმენეჯმენტისა და პიარის კურსის ლექტორია თბილისის პიარსკოლაში. კახა მაღრაძეს განხორციელებული აქვს 30-ზე მეტი ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციის პიარ და საკომუნიკაციო კამპანიები. ავტორია საჯარო მოხელეთა სამაგიდო წიგნისა „სტრატეგიული დაგეგმარება წარმატებული საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის“.

დამატებითი ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თებერვლიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში უფროსკლასელებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მომავალი პროფესიის არჩევა – ამ თემაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს წაუკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება.

საინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/2RI4a0r

შენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ!

#მევირჩევილიაუნის

2020 წელი

ბანერები