ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაგეგმილი შეხვედრები

გიორგი კეკელიძისა და ვახუშტი მენაბდის შეხვედრა აბიტურიენტებთან – ოზურგეთი, 29 თებერვალი

ღონისძიებები

29 თებერვალს, 13:00 საათზე, ქალაქ ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის მიმართულების ასოცირებული პროფესორი ვახუშტი მენაბდე აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავენ და წაიკითხავენ საჯარო ლექციას  თემაზე: „როგორ ავირჩიოთ პროფესია“.

გიორგი კეკელიძის შესახებ 

გიორგი კეკელიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და ტელეწამყვანია. 2012 წლიდან ის არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი. ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია, ასევე წიგნის მუზეუმის დამაარსებელი.  

ვახუშტი მენაბდის შესახებ 

ვახუშტი მენაბდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია საჯარო სამართლის მიმართულებით. იგი იყო ჰოლანდიის მრავალპარტიულობის ინსტიტუტის, ვესტმინსტერის ფონდის, ამერიკის იურისტთა ასოციაციის, საქართველოს ახალგაზრდული ასოციაციის ტრენერი. მისი ინტერესის სფერო მოიცავს კონსტიტუციურ სამართალს, ადამიანის უფლებებს, სოციალურ თეორიასა და პოლიტიკის ფილოსოფიას.

დამატებითი ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თებერვლიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში ჩაატარებს უფროსკლასელებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მომავალი პროფესიის არჩევა – ამ თემაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს წაუკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება.

საინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/2RI4a0r

შენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ!

#მევირჩევილიაუნის

2020 წელი

ბანერები