ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაგეგმილი შეხვედრები

ბელა წიფურიასა და მაიკლ ჯეიმს სონდერსის შეხვედრა აბიტურიენტებთან – ქუთაისი, 15 თებერვალი

ღონისძიებები

15 თებერვალს, 13:00 საათზე, ქალაქ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შედარებითი ლიტერატურის მიმართულების პროფესორი ბელა წიფურია და ბიზნესის ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის პროფესორი, ტექნოლოგიების სკოლის ხელმძღვანელი მაიკლ ჯეიმს სონდერსი აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავენ და წაიკითხავენ საჯარო ლექციებს თემაზე: „როგორ ავირჩიოთ პროფესია“.

ლექციების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს.

მომხსენებლების შესახებ

ბელა წიფურია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორია შედარებითი ლიტერატურის მიმართულებით. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო აერთიანებს მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეების ქართულ ლიტერატურას კომპარატივისტული მიდგომებით: მოდერნიზმი და ავანგარდიზმი, პოსტმოდერნიზმი, საბჭოთა კვლევები, პოსტკოლონიალიზმი. ბელა წიფურიას პუბლიკაციებსა და ვიდეოლექციებს შეგიძლიათ გაეცნოთ მის აკადემიურ გვერდზე –https://faculty.iliauni.edu.ge/arts/bela-tsiphuria/ 

მაიკლ ჯეიმს სონდერსი

მაიკლ ჯეიმს სონდერსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი სამოქალაქო ინჟინერიის დარგში სატრანსპორტო ინჟინერიის მიმართულებით, ტექნოლოგიის სკოლის ხელმძღვანელია. მისი სამეცნიერო ინტერესის სფერო მოიცავს ტრანსპორტირების დაგეგმარებას მდგრადი განვითარებისთვის, ენერგომოხმარებისა და ნახშიროჟანგის ემისიის შემცირებას. მაიკლ ჯეიმს სონდერსის პუბლიკაციებსა და ვიდეოლექციებს შეგიძლიათ გაეცნოთ მის აკადემიურ გვერდზე –https://faculty.iliauni.edu.ge/business/mikheil-jeims-sondersi/

დამატებითი ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თებერვლიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში უფროსკლასელებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მომავალი პროფესიის არჩევა – ამ თემაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს წაუკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება.

საინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/2RI4a0r

შენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ!

#მევირჩევილიაუნის

2020 წელი

ბანერები