ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაგეგმილი შეხვედრები

ბელა წიფურიას შეხვედრა აბიტურიენტებთან – ჭიათურა, 16 თებერვალი

ღონისძიებები

16 თებერვალს, 13:00 საათზე, ქალაქ ჭიათურის დრამატულ თეატრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შედარებითი ლიტერატურის მიმართულების პროფესორი ბელა წიფურია აბიტურიენტებთან  შეხვედრას გამართავს და მათთვის წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ ავირჩიოთ პროფესია“.

ლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს.

ბელა წიფურიას შესახებ

ბელა წიფურია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორია შედარებითი ლიტერატურის მიმართულებით. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო აერთიანებს მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეების ქართულ ლიტერატურას კომპარატივისტული მიდგომებით: მოდერნიზმი და ავანგარდიზმი, პოსტმოდერნიზმი, საბჭოთა კვლევები, პოსტკოლონიალიზმი. ბელა წიფურიას პუბლიკაციებსა და ვიდეოლექციებს შეგიძლიათ გაეცნოთ მის აკადემიურ გვერდზე – https://faculty.iliauni.edu.ge/arts/bela-tsiphuria/ 

დამატებითი ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თებერვლიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში უფროსკლასელებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მომავალი პროფესიის არჩევა – ამ თემაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს წაუკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება.

საინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/2RI4a0r

შენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ!

#მევირჩევილიაუნის

2020 წელი

ბანერები