ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჩატარებული შეხვედრები

თამარ გურჩიანის შეხვედრა აბიტურიენტებთან - ჭიათურა, 11 მარტი

ახალი ამბები

11 მარტს, 12:00 საათზე, ჭიათურის #1 საჯარო სკოლაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი თამარ გურჩიანი აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავს და მათთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: როგორ ავირჩიო პროფესია? 

საჯარო ლექციის შემდეგ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს.

თამარ გურჩიანის შესახებ

თამარ გურჩიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორია. იგი არის უილიამისა და მერის კოლეჯის სამართლის სკოლის მაგისტრი. შესაძლებლობების განვითარების მენეჯერი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტში, USAID-ის მიერ დაფუძნებულ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტში. რადიო „თავისუფლების“ ბლოგერი. ორგანიზაციის „საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ კონსულტანტი. ვრცელი ბიოგრაფიის სანახავდ მიჰყევით ბმულს: http://faculty.iliauni.edu.ge/law/thamar-gurchiani/

დამატებითი ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მარტიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში ჩაატარებს უფროსკლასელებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მომავალი პროფესიის არჩევა - ამ თემატიკაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები წაუკითხავენ. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება.

საინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/tjp2jh 

შენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ! 
#მევირჩევილიაუნის

 

საკონტაქტო ინფორმაცია

✉ ana.kvanchilashvili@iliauni.edu.ge
✉ pr@iliauni.edu.ge
☏ (+995 32) 222 00 09 (352)  / 577 53 02 20 

 

 

 

 

 

http://faculty.iliauni.edu.ge/law/thamar-gurchiani/

ბანერები