ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჩატარებული შეხვედრები

სანდრო ასათიანისა და კახა მაღრაძის შეხვედრა აბიტურიენტებთან – თელავი, 22 აპრილი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და წარმომადგენლების მორიგი საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებთან თელავში, 22 აპრილს, 12:00 საათზე, ნიკო სულხანიშვილის სამუსიკო სასწავლებელში გაიმართება.

თემაზე „მომავლის პროფესიები“ აბიტურიენტებს საჯარო ლექციას წაუკითხავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლექტორი სანდრო ასათიანი.

თემაზე „როგორ გამოვიყენო პროფესია?“ აბიტურიენტებს საჯარო ლექციას წაუკითხავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლექტორი კახა მაღრაძე.

მოხსენებების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს.

სანდრო ასათიანის შესახებ

 სანდრო ასათიანი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი, ჯეოლაბის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პირველი ქართულენოვანი სოციალური მედიის სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი წიგნებისა: „ახალი მედია ჟურნალისტებისათვის“, „ვიდეო ადვოკატირება“ და სხვ. პროექტები: Online.iliauni.edu.gesaba.com.gecybergala.mekavshirebi.ge და სხვ.

კახა მაღრაძის შესახებ

კახა მაღრაძე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორი, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი და კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი. 2007 წლიდან დღემდე ივენთ მენეჯმენტისა და პიარის კურსის ლექტორია თბილისის პიარსკოლაში. კახა მაღრაძეს განხორციელებული აქვს 30-ზე მეტი ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციის პიარ და საკომუნიკაციო კამპანიები. ავტორია საჯარო მოხელეთა სამაგიდო წიგნისა „სტარტეგიული დაგეგმარება წარმატებული საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის“.

დამატებითი ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მარტიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში გამართავს საინფორმაციო შეხვედრებს უფროსკლასელებისათვის. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მომავალი პროფესიის არჩევა – ამ თემატიკაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს წაუკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება.

საინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/tjp2jh 

შენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ! 
#მევირჩევილიაუნის

საკონტაქტო ინფორმაცია

✉ ana.kvanchilashvili@iliauni.edu.ge
✉ pr@iliauni.edu.ge
☏ (+995 32) 222 00 09 (352) / 577 53 02 20 

 

 

 

 

 

ბანერები