ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჩატარებული შეხვედრები

პაატა ჩხეიძის შეხვედრა აბიტურიენტებთან – გორი, 12 მაისი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და წარმომადგენლების მორიგი საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებთან 12 მაისს, 12:00 საათზე, ქალაქ გორის კულტურის ცენტრში გაიმართება.

თემაზე „ქართული ლიტერატურის განვითარების გზა – რატომ უნდა ვისწავლოთ უცხოური ლიტერატურა?“ აბიტურიენტებს საჯარო ლექციას წაუკითხავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანგლისტიკის მიმართულების პროფესორი პაატა ჩხეიძე.

მოხსენებების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს.

პაატა ჩხეიძის შესახებ

პაატა ჩხეიძემ ფორმალური უმაღლესი განათლება ინგლისური ენისა და ლიტერატურის მიმართულებით მიიღო. მისი სამეცნიერო და ლიტერატურული საქმიანობის დასაწყისი ქალაქ გორს უკავშირდება – პაატა ჩხეიძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ქ. გორის გიორგი ერისთავის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგედ, კითხულობდა ლექციებს ქ. გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის პედაგოგიურ ინსტიტუტში.

პაატა ჩხეიძე იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, მოგვიანებით კი საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 2002-2004 წელს კი იგი ქალაქ გორის მერიას ხელმძღვანელობდა.

პაატა ჩხეიძის სამეცნიერო ინტერესის სფეროებია: ანგლოამერიკული ლიტერატურა, თარგმანი, კონსერვატიზმის ისტორია და თეორია.

ბმულზე შეგიძლიათ მოისმინოთ პაატა ჩხეიძის საჯარო ლექცია „ჰამლეტის პრობლემა“: https://goo.gl/UNzTBA

დამატებითი ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მარტიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში გამართავს საინფორმაციო შეხვედრებს უფროსკლასელებისათვის. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მომავალი პროფესიის არჩევა – ამ თემატიკაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს წაუკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელიაზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება.

საინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/tjp2jh

შენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ!

#მევირჩევილიაუნის

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ana.kvanchilashvili@iliauni.edu.ge

pr@iliauni.edu.ge

☏ (+995 32) 222 00 09 (352) / 577 53 02 20

ბანერები