ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჩატარებული შეხვედრები

ნანა დიხამინჯიას შეხვედრა აბიტურიენტებთან – თელავი, 12 მაისი

ღონისძიებები

12 მაისს, 13:00 საათზე, ქალაქ თელავში, სასტუმრო „ალაზნის ველის“ საკონფერენციო დარბაზში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნანა დიხამინჯია აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავს და მათთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: "პროფესიის არჩევა ტექნოლოგიების ეპოქაში".

საჯარო ლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს.

ნანა დიხამინჯიას შესახებ

ნანა დიხამინჯია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის პროფესორია კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით. ის ამავდროულად ხელმძღვანელობს კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამას. ნანა პროფესიით მათემატიკოსია, თუმცა ოც წელზე მეტია პროგრამირების მიმართულებით მუშაობს.

დამატებითი ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მარტიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში ჩაატარებს უფროსკლასელებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მომავალი პროფესიის არჩევა ამ თემაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს წაუკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება.

საინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/2vIB7zl

შენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ!

#მევირჩევილიაუნის


საკონტაქტო ინფორმაცია:

abiturienti@iliauni.edu.ge

☏ (+995 32) 222 00 09 (352)

ბანერები