ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჩატარებული შეხვედრები

მაია თოდუას შეხვედრა აბიტურიენტებთან – ახალციხე, 6 მაისი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და წარმომადგენლების მორიგი საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებთან  6 მაისს, 12:00 საათზე, ქალაქ ახალციხის N 1 საჯარო სკოლაში (მიქუტიშვილის ქ. №2) გაიმართება.

თემაზე  სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთრატომ უნდა ვისწავლოთ ასტროფიზიკა?აბიტურიენტებს საჯარო ლექციას წაუკითხავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელობის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი, პროფესორი მაია თოდუა. 

მოხსენებების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს.

მაია თოდუას შესახებ 
მაია თოდუა 1989 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, ვარსკვლავთ და გარეგალაქტიკური ასტრონომიის განყოფილებაში. მონაწილეობდა დაკვირვებით სამუშაოებში ობსერვატორიის 125-სმ და 70-სმ ტელესკოპებზე. 

2001-2003 წლებში სწავლობდა მაგისტრატურაში და მუშაობდა დამხმარე მასწავლებლად რატგერსის უნივერსიტეტის (ნიუ ჯერსი, აშშ) ფიზიკისა და ასტრონომიის დეპარტამენტში ფიზიკის სპეციალობით, სადაც მიღებული აქვს ფიზიკის მაგისტრის ხარისხი. 

2003 წლიდან აგრძელებს მუშაობას აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში ზედა ატმოსფეროს კვლევის ლაბორატორიაში, სადაც მონაწილეობს ISTC საგრანტო პროექტში. ამ პროექტის ფარგლებში პირველად საქართველოში დაიდგა აეროზოლური ლიდარული სისტემა, რომელიც შეიქმნა მიჩიგანის უნივერსიტეტში (ან-არბორი, მიჩიგანი, აშშ). 

2015 წ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო ფიზიკის დოქტორის ხარისხი. ამავე წლიდან ილიას უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. 2011 წლის დეკემბრიდან არის ობსერვატორიის დირექტორი.

დამატებითი ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მარტიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში გამართავს საინფორმაციო შეხვედრებს უფროსკლასელებისათვის. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მომავალი პროფესიის არჩევა – ამ თემატიკაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს წაუკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელიაზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება.

საინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/tjp2jh 

შენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ! 

#მევირჩევილიაუნის

საკონტაქტო ინფორმაცია

✉ ana.kvanchilashvili@iliauni.edu.ge
✉ pr@iliauni.edu.ge
☏ (+995 32) 222 00 09 (352) / 577 53 02 20 

ბანერები