ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჩატარებული შეხვედრები

კოტე ჩოკორაიას შეხვედრა აბიტურიენტებთან – ჭიათურა, 25 მაისი

ღონისძიებები

25 მაისს, 13:00 საათზე, ქალაქ ჭიათურის დრამატულ თეატრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კოტე ჩოკორაია აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავს და მათთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: „როგორ ავირჩიოთ პროფესია“.

ლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს.

კოტე ჩოკორაიას შესახებ

კოტე ჩოკორაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორია და ამავდროულად ხელმძღვანელობს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს. მისი კვლევითი ინტერესები აერთიანებს საქართველოს კონსტიტუციურ სამართალსა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართალს.

დრო: 13:00 საათი, 25 მაისი

ადგილმდებარეობა: ჭიათურის დრამატული თეატრი

დამატებითი ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მარტიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში ჩაატარებს უფროსკლასელებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მომავალი პროფესიის არჩევა – ამ თემაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს წაუკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება.

საინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/2vIB7zl

შენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ!

#მევირჩევილიაუნის


საკონტაქტო ინფორმაცია:

abiturienti@iliauni.edu.ge

☏ (+995 32) 222 00 09 (352)

ბანერები