ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჩატარებული შეხვედრები

კახა მაღრაძის შეხვედრა აბიტურიენტებთან – ოზურგეთი, 29 აპრილი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და წარმომადგენლების მორიგი საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებთან ოზრურგეთში, 29 აპრილს, 12:00 საათზე, #2 საჯარო სკოლაში (გაბრიელ ეპისკოპოსის # 9) გაიმართება.

თემაზე „როგორ გამოვიყენო პროფესია?“ აბიტურიენტებს საჯარო ლექციას წაუკითხავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლექტორი კახა მაღრაძე.

მოხსენებების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს.

კახა მაღრაძის შესახებ

კახა მაღრაძე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორი, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი და კლიენტებთანურთიერთობის მენეჯერი. 2007 წლიდან დღემდე ივენთ მენეჯმენტისა და პიარის კურსის ლექტორია თბილისის პიარსკოლაში. კახა მაღრაძეს განხორციელებული აქვს 30-ზე მეტი ქართული და საერთაშორისოორგანიზაციის პიარ და საკომუნიკაციო კამპანიები. ავტორია საჯარო მოხელეთა სამაგიდო წიგნისა „სტარტეგიული დაგეგმარება წარმატებული საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის“.

დამატებითი ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მარტიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში გამართავს საინფორმაციო შეხვედრებს უფროსკლასელებისათვის. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მომავალი პროფესიის არჩევა – ამ თემატიკაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს წაუკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელიაზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება.

საინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულსhttps://goo.gl/tjp2jh 

შენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ! 

#მევირჩევილიაუნის

საკონტაქტო ინფორმაცია

 ana.kvanchilashvili@iliauni.edu.ge
 pr@iliauni.edu.ge
 (+995 32) 222 00 09 (352) / 577 53 02 20 



ბანერები