ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჩატარებული შეხვედრები

გიორგი მაისურაძისა და კახა მაღრაძის შეხვედრა აბიტურიენტებთან - ქუთაისი, 24 მარტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და წარმომადგენლების მორიგი საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებთან ქუთაისში 24 მარტს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ბაგრატის“ (წერეთლის მე-2 ჩიხი, N2) საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

თემაზე „რატომ გვჭირდება ჰუმანიტარული განათლება?“ აბიტურიენტებს საჯარო ლექციას წაუკითხავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი გიორგი მაისურაძე.

თემაზე „როგორ გამოვიყენო პროფესია?“ აბიტურიენტებს საჯარო ლექციას წაუკითხავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლექტორი კახა მაღრაძე.

მოხსენებების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს.

გიორგი მაისურაძის შესახებ

გიორგი მაისურაძე 2010 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. იგი ასევე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი. დოქტორის ხარისხი მიღებული აქვს ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტიდან (Berlin Humboldt University).

კახა მაღრაძის შესახებ

კახა მაღრაძე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორი, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი და კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერია. 2007 წლიდან დღემდე არის ივენთ მენეჯმენტისა და პიარის კურსის ლექტორი თბილისის პიარსკოლაში. კახა მაღრაძეს განხორციელებული აქვს 30-ზე მეტი ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციის პიარ და საკომუნიკაციო კამპანიები. ავტორია საჯარო მოხელეთა სამაგიდო წიგნისა „სტარტეგიული დაგეგმარება წარმატებული საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის“.

დამატებითი ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მარტიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში გამართავს საინფორმაციო შეხვედრებს უფროსკლასელებისათვის. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მომავალი პროფესიის არჩევა – ამ თემატიკაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები წაუკითხავენ. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება.

საინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/tjp2jh 

შენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ! 

#მევირჩევილიაუნის

 

საკონტაქტო ინფორმაცია

✉ ana.kvanchilashvili@iliauni.edu.ge
✉ pr@iliauni.edu.ge
☏ (+995 32) 222 00 09 (352) / 577 53 02 20 

 

ბანერები