ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჩატარებული შეხვედრები

ემზარ ჯგერენაიას შეხვედრა აბიტურიენტებთან – ქუთაისი, 26 მაისი

ახალი ამბები

26 მაისს, 15:00 საათზე, ქალაქ ქუთაისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ემზარ ჯგერენაია აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავს და მათთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: „როგორ ავირჩიოთ პროფესია“.

ლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს.

ემზარ ჯგერენაიას შესახებ

ემზარ ჯგერენაია 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია; 2000-2003 წლებში მონაწილეობდა ბოხუმის უნივერსიტეტის (გერმანია) მიერ ორგანიზებულ კვლევით სემინარებში, რომელთა მიზანი იყო დოქტორანტებისათვის კვლევაში დახმარება და დოქტორანტებს შორის სამეცნიერო იდეების გაცვლა. 2002 წელს იყო ბაიროიტის უნივერსიტეტის (გერმანია) მკვლევარი. 2012–2015 წლებში მონაწილეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ინსტიტუტის ერთობლივ კვლევით პროექტში: „საქართველოს სემანტიკა კავკასიასა და შავ ზღვას შორის“.

დრო: 15:00 საათი, 26 მაისი

ადგილმდებარეობა: სასტუმრო „ბაგრატის“ საკონფერენციო დარბაზი, წერეთლის მე-2 ჩიხი, N2

დამატებითი ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მარტიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში ჩაატარებს უფროსკლასელებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მომავალი პროფესიის არჩევა – ამ თემაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს წაუკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება.

საინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/2vIB7zl

შენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ!

#მევირჩევილიაუნის


საკონტაქტო ინფორმაცია:

abiturienti@iliauni.edu.ge

☏ (+995 32) 222 00 09 (352)

ბანერები