ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჩატარებული შეხვედრები

ჯანა ჯავახიშვილის შეხვედრა აბიტურიენტებთან – ახალციხე, 23 მაისი

ღონისძიებები

23 მაისს, 15:00 საათზე, ახალციხის სამუსიკო სასწავლებელში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავს და საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: „როგორ ავირჩიოთ პროფესია“.

ლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს.

ჯანა ჯავახიშვილის შესახებ

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი და ამავე მიმართულების ასოცირებული პროფესორია. 2019 წლის იანვრიდან არის ევროპის ფსიქოტრავმის კვლევის საზოგადოების პრეზიდენტი.

ჯანა ჯავახიშვილის კვლევითი ინტერესები და, შესაბამისად, შრომები და ადგილობრივი და საერთაშორისო პუბლიკაციები ეხება ნარკოვითარების ანალიზს, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციას, ფსიქოტრავმის სხვადასხვა ასპექტსა და თანამედროვე საქართველოს სოციოპოლიტიკურ ცხოვრებაზე საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის გავლენის ფსიქოტრავმატოლოგიური ასპექტების ანალიზს.

დამატებითი ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მარტიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში ჩაატარებს უფროსკლასელებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მომავალი პროფესიის არჩევა – ამ თემაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს წაუკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება.

საინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/2vIB7zl

შენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ!

#მევირჩევილიაუნის


საკონტაქტო ინფორმაცია:

abiturienti@iliauni.edu.ge

☏ (+995 32) 222 00 09 (352)

ბანერები