კონკურსი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე
ვაკანსიები აკადემიურ თანამდებობებზე
ა) 2022 წლის 20 ივლისის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს (სხდომის ოქმი N10) გადაწყვეტილებით გამოცხადდეს კონკურსი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე და განთავსდეს ინფორმაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე;
ბ) კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყოს 2022 წლის 29 აგვისტოს 10:00-საათიდან და გაგრძელდეს 2022 წლის 9 სექტემბრის 18:00 საათის ჩათვლით;
გ) კანდიდატმა ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები წარადგინოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში, მისამართზე: თბილისი, ჩოლოყაშვილის ქ. N3/5:
კრიტერიუმები და დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის განვითარებისა და ადმინისტრირების კონცეფცია;
- ავტობიოგრაფია;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების შესახებ ცნობა;
- ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან / და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდეს 2022 წლის 19 სექტემბერს.
2022 წელი