ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები აკადემიურ თანამდებობებზე

კონკურსი ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე

კონკურსები

2021 წლის 13 აგვისტოს ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის  საბჭოს სხდომის (ოქმი N27) გადაწყვეტილებით, 2021 წლის 13 აგვისტოდან გამოცხადდა კონკურსი ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყება 2021 წლის 16 აგვისტოს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება 2021 წლის 23 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით.

კანდიდატმა ქვემოთ მოცემული საბუთები უნდა წარადგინოს ელექტრონული სახით მისამართზე: info@iliauni.edu.ge

  1. პირადობის მოწმობის ასლი;
  2. ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (კანდიდატი უნდა იყოს ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი);
  3.  სამეცნიერო ავტობიოგრაფია;
  4. დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
  5. სასურველია, ჰქონდეს მსგავსი სპეციფიკის მქონე სამსახურში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.

 არჩევნები ჩატარდება 2021 წლის 25 აგვისტოს.

ბანერები