ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები აკადემიურ თანამდებობებზე

ილიაუნის სტუდენტის პროექტი სტუდენტური კონფერენციის გამარჯვებულია

ახალი ამბები

25 სექტემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლამ სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში გამართა კონფერენცია: „მეცნიერება და ტექნოლოგიები“, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტები. კონფერენციის მიზანი იყო ქართველი სტუდენტების მიერ საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით შესრულებული კვლევების წარმოჩენა და მათი გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის. 

კონფერენციის გამარჯვებული გახდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი აკაკი ნადარაია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შესრულებული პროექტისათვის „ბიოდიზელი საქართველოში“. გამარჯვებული სერტიფიკატითა და სმარტფონით დაჯილდოვდა.

ბანერები