ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები აკადემიურ თანამდებობებზე

ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის არჩევნები

ვაკანსიები აკადემიურ თანამდებობებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2015 წლის 25 ივნისის სამართლის სკოლის საბჭოს #59 სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადდა ღია კონკურსი სამართლის სკოლის დეკანის თანამდებობაზე, 2015 წლის 3 აგვისტოდან.
საბუთების მიღება ხორციელდება 2015 წლის 8 სექტემბრიდან - 18 სექტემბრის ჩათვლით.

დეკანის არჩევნები ჩატარდება ამა წლის 29 სექტემბერს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
1. განცხადება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. ორი ფოტოსურათი 3x4;
4. პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობაზე მუშაობის დამადასტურებელი ცნობა;
5. სამართლის სკოლის განვითარების კონცეფცია;
6. ავტობიოგრაფია (CV);
7. ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია ან/და პუბლიკაცია, რომელიც უკეთ წარმოაჩენს მას. 


დეკანის კანდიდატი უნდა იყოს სამართლის სკოლის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

საბუთები წარმოდგენილ უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით. საბუთების ელექტრონული ვერსია უნდა გადმოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: info@iliauni.edu.ge

ბანერები