ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები აკადემიურ თანამდებობებზე

ღია კონკურსი ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად

ვაკანსიები აკადემიურ თანამდებობებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის საბჭოს 2015 წლის 15 სექტემბრის №80 სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად, 2015 წლის 16 სექტემბრიდან გამოცხადდა ღია კონკურსი ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად.

საბუთების მიღება იწარმოებს 2015 წლის 16 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით.

კანდიდატმა ქვემოთ მოცემული საბუთები უნდა წარადგინოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში, შემდეგ მისამართზე: ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსი.

დეკანის არჩევნები ჩატარდება ამა წლის 11 ნოემბერს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ბიზნესის სკოლის განვითარების კონცეფცია;
  • ავტობიოგრაფია

კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყება 2015 წლის 16 ოქტომბერს, 10:00 საათზე და დასრულდება 2015 წლის 30 ოქტომბერს, 18:00 საათზე.

კანდიდატი უნდა იყოს ბიზნესის სკოლის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

საბუთები წარმოდგენილ უნდა იქნას ელექტრონული ფორმით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@iliauni.edu.ge

ბანერები