ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები აკადემიურ თანამდებობებზე

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ტექნოლოგიის სკოლის ასისტენტ-პროფესორის ვაკანსია არქიტექტურის მიმართულებით

ვაკანსიები აკადემიურ თანამდებობებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ტექნოლოგიების სკოლის ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე არქიტექტურის მიმართულებით (ერთი ვაკანსია).

კანდიდატი სხვა მოთხოვნებთან ერთად შეირჩევა შემდეგი ძირითადი კრიტერიუმებით:

  • პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  • კვლევისათვის სახსრების მოძიებისა და კვლევითი სამუშაოების გამოცდილება;
  • მეცნიერების თანამედროვე მოთხოვნების საფუძველზე შესაბამის სპეციალობაში კურსების სწავლების გამოცდილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ანკეტა (შევსებული);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ოთხი ფოტოსურათი 3X4;
  • ერთი ნაშრომი ან სამუშაოს აღწერა, რომელიც კანდიდატის აზრით საუკეთესოდ წარმოაჩენს მის შესაბამის გამოცდილებას;
  • ერთი სასწავლო კურსის სასწავლო გეგმა (სილაბუსი);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • არქიტექტურის მიმართულებით მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ცნობა მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ( „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან / და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია, სხვა დამატებითი მოთხოვნები, საკონკურსო განაცხადი და კონკურსანტის შესავსები ანკეტა იხილეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე, შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3NRSlkw

საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა: 2022 წლის 10-დან 24 მაისის ჩათვლით

საკონკურსო განცხადებებისა და დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში, მის.: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5. საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმითაც შემდეგ ელფოსტაზე: info@iliauni.edu.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2022 წლის 8 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.iliauni.edu.ge

2022 წელი

ბანერები