მიღება საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე LWM 2027
ახალი ამბები
ცხადდება მიღება საერთაშორისო ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე „ლიმნოლოგია და ჭარბტენიანი ტერიტორიების მართვა“, რომელიც იწყება 2027 წლის ოქტომბერში.
პროგრამის შესახებ
LWM აკრედიტებული საერთაშორისო ერთობლივი სამაგისტრო პროგრამაა, რომელსაც ახორციელებს სამი წამყვანი პარტნიორი უნივერსიტეტი:
University of Natural Resources and Life Sciences – ვენა, ავსტრია
IHE Delft Institute for Water Education – დელფტი, ნიდერლანდები
Egerton University – ნაკურუ/ეგერტონი, კენია
სწავლების ხანგრძლივობა შეადგენს 19-24 თვეს (სამი ოთხთვიანი სემესტრია ავსტრიაში, ნიდერლანდებსა და კენიაში, რასაც მოსდევს 7-12-თვიანი კვლევითი კომპონენტი).
საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაფინანსების მოპოვება.
რას გთავაზობთ პროგრამა?
მდინარეების, ჭარბტენიანი ტერიტორიების, ტბებისა და თევზსაშენი ტბორების სტრუქტურისა და ფუნქციონირების სიღრმისეულ გაგებას;
მტკნარი წყლის ეკოსისტემების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების, მონიტორინგის, კონსერვაციისა და აღდგენის უნარ-ჩვევების განვითარებას;
წყლის რესურსების, თევზჭერისა და აკვაკულტურის მდგრადი მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიას;
გლობალურ დონეზე აკადემიური და პროფესიული კონტაქტების დამყარების შესაძლებლობას.
განაცხადის მიღების ვადა
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 18 იანვარი, 2027
რეგისტრაცია და დამატებითი ინფორმაცია
კანდიდატებმა განაცხადი უნდა შეავსონ ონლაინპლატფორმაზე: https://apply.un-ihe.org/application-process/master-of-science-joint-programme
დეტალური ინფორმაცია და ინსტრუქცია: https://short.boku.ac.at/lwm
2026