კონკურსები
14 აპრილი, 2026
ახალი ამბები
4 მაისი, 2026
ახალი ამბები
6 აპრილი, 2026
ახალი პროფესორებისა და მოწვეული ლექტორებისთვის საორიენტაციო ონლაინშეხვედრა გაიმართება
ღონისძიებები
ახალი პროფესორებისა და მოწვეული ლექტორებისთვის საორიენტაციო ონლაინშეხვედრა გაიმართება
12 მარტს, 17:00-დან 18:30 საათამდე, პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესორებისა და მოწვეული ლექტორებისთვის გაიმართება ონლაინ საორიენტაციო შეხვედრა/ტრენინგი.
ტრენინგის მიზანია ახლად მოწვეული აკადემიური პერსონალის დროული ადაპტაცია საუნივერსიტეტო გარემოსთან, ასევე სასწავლო პროცესის ხელშემწყობი ელექტრონული სისტემებისა და საუნივერსიტეტო სერვისების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის გაცნობა.
დღის წესრიგი
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანების მისალმება;
- განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების უფროსების ინფორმაცია; სამსახურების საქმიანობისა და შესაძლებლობების შესახებ;
- არგუსი და სასწავლო პროცესი;
- პლაგიატი, ელექტრონული სწავლების პორტალი, საბიბლიოთეკო სერვისები.
ტრენერები
- გიგა ხოსიტაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე
- ირინა ბაზღაძე – არგუსის მთავარი ადმინისტრატორი
ტრენინგზე რეგისტრაციისთვის იხ. ბმული.
2026