ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლე

კონკურსი მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე

ახალი ამბები

კონკურსი მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე

მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბჭოს 2019  წლის 31 იანვრის სხდომის გადაწყვეტილებით 2019 წლის 1 თებერვლიდან გამოცხადდა კონკურსი მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის  დეკანის თანამდებობაზე.

კონკურსში მონაწილობის მსურველებმა უნივერსიტეტის კანცელარიაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელზე უნდა წარმოადგინონ ქვემოთ მოცემული დოკუმენეტები:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის  განვითარებისა და ადმინისტრირების კონცეფცია;
  • ავტობიოგრაფია.

 

კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყება 2019 წლის 4 მარტიდან და გაგრძელდება 11 მარტის 18:00 საათის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) უნივერსიტეტის კანცელარიაში (თბილისი, ჩოლოყაშვილის გამზირი N3-5).

 

მენეჯმენტის, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდება 2019 წლის 21 მარტს.

 

მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბჭო.

ბანერები