
ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანსია
განცხადებები
გამოცხადდეს ღია კონკურსი 2010 წლის 8 ნოემბრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე. შემდეგი პირობებით:
მოვალეობები:
ა) სწავლებისა და შეფასების თანამდეროვე მეთოდების ცოდნა;
ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
გ) აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესების ცოდნა;
დ) ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
ე) საოფისე პროგრამების ცოდნა.
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია;
დ) 2 ცალი ფოტოსურათი;
ე) სამოქმედო გეგმა და კონცეფცია;
საბუთების მიღება იწარმოებს 2010 წლის 8 ნოებრიდან 2010 წლის 26 ნოემბერის ჩათვლით
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (მის.: ჩოლოყაშვილის გამზირი №3/5, დილის 10-დან საღამოს 6 საათამდე); საბუთები შეიძლება გამოგზავნილი იქნას ელექტრონული ფოსტით მისამართზე: info@iliauni.edu.ge