ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

პედაგოგთა შესარჩევი კონკურსი

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სწავლების საბაკალავრო საფეხურზე სასწავლო კურსის "ინფორმაციული წიგნიერება" პედაგოგთა შესარჩევად.

1. დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია შემდეგ მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge 2011 წლის 6 იანვრიდან 2011 წლის 30 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:

დოკუმენტაციის ნუსხა:

•    განცხადება კონკურსში მონაწილეობის სურვილის შესახებ;
•    CV;
•    კვლევითი ვებ-პროექტი, რომელიც წარმოაჩენს კონკურსანტის მიერ კვლევაში ტექნოლოგიების გამოყენების კომპეტენციებს (ვებ-პროქტის შეფასების კრიტერიუმები იხილეთ თანდართულ დოკუმენტში);

2. კონკურსის ჩატარების ფორმატი

•    წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კანდიდატთა შერჩევა (პირველი ეტაპი)- 2011 წლის 4 თებერვალი;
•    პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაო (მეორე ეტაპი) – 2011 წლის 7 თებერვალი;
•    დაგეგმვა/პრეზენტირება (მესამე ეტაპი) – 2011 წლის 10 თებერვალი;
•    კონკურსის შედეგების გამოცხადება - 2011 წლის 14 თებერვალი;
•    ტრენინგები შერჩეული კანდიდატებისათვის - 2011 წლის 17 თებერვალი;

3. დეტალური ინფორმაცია სამუშოს აღწერის, სასწავლო კურსის შინაარსისა და მიზნების, კონკურსანტთა კომპეტენციების/საკვალიფიკაციო მოთხოვნების, კონკურსის ჩატარების პირობებისა და ფორმატის შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.

4. კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 2011 წლის, 11 და 12 იანვარს 18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნვიერსიტეტის შენობაში. მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, მე-3 სართული, ოთახი №E322.

შესავალი ინფორმაცია, ინფორმაციული წიგნიერების კონკურსის შესახებ, კურსის სილაბუსი, პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები, სასწავლო გეგმის ნიმუში, სასწავლო გეგმის შეფასების კრიტერიუმები.

ბანერები