ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

მთარგმნელის ვაკანსია EUDAP-ის პროექტისთვის

განცხადებები

ბოლო ვადა: 19 თებერვალი, 2012 წ.

დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტს ესაჭიროება წიგნისა და დამხმარე მასალების თარგმნა პროექტისათვის „ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენცია საჯარო სკოლაში“. ამ პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს ევროპის ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის პროექტის - EUDAP-ის ქართულ სინამდვილესთან ადაპტაცია. აღნიშნული პროექტი ევროკავშირის ქვეყნებში 2002 წლიდან ხორციელდება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV, რომელშიც აღწერილი იქნება თარგმნის თქვენი გამოცდილება.

სათარგმნი სახელმძღვანელო
Unplugged მოსწავლის და მასწავლებლის წიგნი, ბარათები.
სულ 200 გვერდი.
თარგმანის შესრულების ვადა: 20 მარტი, 2012 წელი.
ანაზღაურება
17 ლარი 1680 სიმბოლოში ინტერვალების გარეშე.
დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე
ketevan_todadze@iliauni.edu.ge
ან მოგვიტანეთ პირადად:
ოთახი F410
ტელეფონი: 2 23 05 03.

ბანერები