ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

კურიკულუმის განვითარების სტაჟიორის ვაკანსია

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტი აცხადებს ვაკანსიებს კურიკულუმის განვითარების სტაჟიორის თანამდებობაზე.

სამუშაოს  დაწყების თარიღი: 2011 წლის იანვრიდან

ადგილმდებარეობა: თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჩოლოყაშვილის 3/5

კონტრაქტი: სტაჟირება ანაზღაურების გარეშე (50 სამუშაო დღე, დღეში 3 საათი). ნამუშევარი 150 საათი სტაჟიორს ჩაეთვლება 6 კრედიტად.

სამუშაოს აღწერილობა:

•    მონაწილეობის მიღება სილაბუსების ტექნიკური ასპეტების მოწესრიგებასა და განახლებაში;
•    კომუნიკაცია პროფესორ-მასწავლებლებთან;
•    დახმარება სამაგისტრო თეზისების დაცვების ორგანიზებაში.

მოთხოვნილი კვალიფიკაცია

•    განათლება: ბაკალავრის დიპლომი;
•    ტექნიკური უნარები: Word -ის და Exсel –ის პროგრამების, ინტერნეტის, ელექტრონული ფოსტის გამოყენება;
•    პიროვნული უნარ-ჩვევები: კომუნიკაბელური, მოწესრიგებული, დეტალებზე ორიენტირებული, პასუხისმგებლობის მქონე;
•    გუნდური მუშაობის უნარი.

წარსადგენი დოკუმენტები


СV  და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით: graduateschool@iliauni.edu.ge  Subject -ში აუცილებლად მიუთითეთ ”სტაჟირება”.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 25 დეკემბერი.

ბანერები