
კონკურსი სპორტის ფაკულტეტზე
განცხადებები
1. 2010 წლის 1 ივლისიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის ფაკულტეტის 2010-2011 წლის სასწავლო პროგრამებზე (ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი, გუნდური/ინდივიდუალური სპორტის სახეობების მწვრთნელი) მოწვეული მასწავლებლების პოზიციაზე შემდეგი სასწავლო კურსების მიხედვით:
- შესავალი ფიზიკური აღზრდის თეორიასა და მეთოდიკაში;
- ვარჯიშების ბიოქიმია;
- სპორტსმენის კვება;
- სპორტისა და ოლიმპიზმის ისტორია;
- დინამიური ანატომია;
- მულტიდისციპლინარული სპორტული ტრენინგი - ტანვარჯიშის თეორია და მეთოდიკა I.
2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
• პირადობის მოწმობის ასლი;
• უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ანკეტა;
• სასწავლო კურსის სილაბუსი (სტანდარტის შესაბამისად);
• ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარს;
• საბუთები, რომლებიც ადასტურებს მის შესაბამისობას მასწავლებლის პოზიციაზე სასწავლო კურსის მიხედვით.
3. კონკურსში მონაწილე კანდიდატთა პირადი მონაცემების შემოწმება მოხდება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმები:
• პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;
• სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო ათი წლის განმავლობაში);
• კანდიდატის უნარი, მეცნიერების თანამედროვე მოთხოვნების საფუძველზე ასწავლოს კურსები შესაბამის სპეციალობაში;
• უნარი შეძლოს სასწავლო კურსების არჩევის პროგრამის „არგუსის" მოხმარება, რომელიც ფუნქციონირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში;
• აკადემიური საქმიანობის გამოცდილება.
4. საკონკურსო განაცხადების მიღება იწარმოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში 2010 წლის 2 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით.
5. კონკურსის შედეგები გამოცხადდება 20 სექტემბერს.
6. საბუთები აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი აგრეთვე ელექტრონული ფორმით (სამეცნიერო ნაშრომის ელექტრონული ფორმით წარმოდგენა არ არის აუცილებელი). საბუთების ელექტრონული ვერსია უნდა იყოს მოწოდებული დისკით ან გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: uni@iliauni.edu.ge.
საფუძველი: ფაკულტეტის სხდომის ოქმი #8.