ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

კონკურსი სპორტის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტ "სპორტის კოლეჯის" აკადემიური საბჭოს 2010 წლის 22 მარტის №3 სხდომის ოქმის თანახმად, გამოცხადდეს კონკურსი ფაკულტეტ "სპორტის კოლეჯის" დეკანის თანამდებობაზე, 2010 წლის 1 აპრილიდან.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

1. პირადობის მოწმობის ასლი

2. დოქტორის (ან დოქტორთან გათანაბრებული) სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი

3. სრული ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი

4. სამოქმედო გეგმა

5. CV

საბუთების მიღება დაიწყება 2010 წლის 3 მაისიდან და გაგრძელდება 2010 წლის 21 მაისის ჩათვლით. საბუთების მიღება იწარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში, მისამართი: ჩოლოყაშვილის 3/5, სამუშაო დღეებსა და საათებში.

დეკანის არჩევნები ჩატარდება 2010 წლის 21 ივნისს.

ბანერები