ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

კონკურსი სასწავლო კურსის ”ინფორმაციული წიგნიერება” მასწავლებლის (ტრენერის) თანამდებობაზე

I. შესავალი - ინფორმაცია "ინფორმაციული წიგნიერების" კურსის შესახებ
კურსი განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის პირველი წლის სტუდენტებისათვის.
კურსი მიზნად ისახავს ინფორმაციის საჭროებების იდენტიფიცირების, მოძიების, შერჩევის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების საბაზისო კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობას.
კურსი მოიცავს ერთ სემესტრს, 15 ერთეულ ორსაათიან ლექციათა ციკლს. კურსი იყენებს "სწავლა კეთებით" პრინციპს.
სტუდენტი ირჩევს გარკვეულ თემას, რომელსაც კურსის განმავლობაში იკვლევს და ამუშავებს. თითეული ლექციის განმავლობაში სტუდენტი იღებს კონკრეტულ ცოდნას და პრაქტიკული დავალებების მეშვეობით ავითარებს მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების კომპეტენციას. კურსის ბოლოს სტუდენტი წარმოადგენს საკუთარი ვებ-პროექტს და ამგვარად ახდენს მიღებული კომპეტენციების დემონსტრირებას.
კურსის განმავლობაში არის ორი შუალედური გამოცდა და საბოლოო გამოცდა ვებ-პროექტის პრეზენტაციის სახით.

II. სამუშაოს აღწერა
ლექტორი კვირის განმავლობაში თითოეულ ჯგუფთან ატარებს 2 საათიან ლაბორატორიულ მუშაობას, რომელიც მოიცავს სილაბუსით გათვალისწინებულ საკითხებზე თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს.
სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 6 საათს ანუ 3 ჯგუფს.
1 საათის ანაზღაურებაა 12,5 ლარი (დაბეგვრით).

III. ლექტორის კომპეტენცია
1. ინფორმაციის მართვის კომპეტენცია
a. ინფორმაციის საჭიროების, ბუნებისა და ტიპების იდენტიფიცირება;
b. საჭირო ინფორმაციის ეფექტური მოძიება, წვდომა და დამუშავება;
c. ინფორმაციისა და მისი წყაროს შეფასება და შერჩეული ინფორმაციის ინტეგრირება
საკუთარი ცოდნისა და ღირებულებათა სისტემაში;
d. დასახული ამოცანის განსახორციელებლად ინფორმაციის გამოყენების უნარი, როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფის წევრად მყოფმა;
e. ინფორმაციის ეთიკური და სამართლებრივი გამოყენება, მასთან დაკავშირებული
ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური საკითხები.
2. ტექნოლოგიური კომპეტენცია
a. ინტერნეტ-ტენდენციების ზოგადი ცოდნა;
b. განსხვავებული ინტერნეტ-სერვისებს თავისუფლად ფლობისა და გამოყენების უნარი;
c. სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ინტერნეტ-სერვისების გაღრმვებული ცოდნა და კონკრეტული ამოცანის შესაბამისად ეფექტური გამოყენება;
d. უცნობი ინტერნეტ-სერვისის მოკლე დროში გაგებისა და საბაზისო დონეზე გამოყენების უნარი.

3. პედაგოგიური კომპეტენცია
a. გადმოცემის უნარი;
b. კომუნიკაციის უნარი;
c. მოტივირების უნარი;
d. ჯგუფური და ინდივიდუალური სწავლების სტრატეგიების ფლობა.
4. ზოგადი უნარები
a. ინოვაციურობა და შემოქმედებითობა;
b. საჭიროებების იდენტიფიცირების უნარი;
c. სისტემური ხედვა;
d. თვითიდენტიფიცირებული პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის უნარი.

IV. წარმოსადგენ დოკუმენტების ნუსხა
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ
1. შეავსოთ ფორმულარი კონკურსანტის საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ;
2. თქვენი CV და განაცხადი კონკურსის პირობების გაცნობისა და მონაწილეობის მიღების შესახებ გამოაგზავნოთ მისამართზე info@iliauni.edu.ge
V. კონკურსის ფორმა:

• პირველი ეტაპი - პრაქტიკული

მიზანი

არასტანდარტულ გარემოში ინფორმაციის მოძიების, მართვისა და ტექნოლოგიების სფეროში მოთხოვნილი კომპეტენციების პრაქტიკაში გამოყენების უნარის გამოვლენა.

ფორმა/საშუალება:

კონკურსანტებს ეძლევათ თემა, რომლის შესახებაც სილაბუსით გათვალისწინებული ინსტრუმენტების

გამოყენებით ქმნის ვებ-პროექტს.

• მეორე ეტაპი - პრეზენტაცია

მიზანი

პრეზენტაციისა და კომუნკიკაციის უნარების გამოვლენა

ფორმა/საშუალება:
კონკურსანტი ახდენს მე-2 ეტაპის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრის პრეზენტირებას.


VI. თანდართული დოკუმენტები

სილაბუსი

დამხმარე რესურსები


VII. ვადები:

08.02.2010 - კონკურსის გამოცხადება
15.02.2010 - საბუთების მიღების დასრულება
17.02.10 - პირველი ეტაპი - პრაქტიკული სამუშაო
18.02.10 - მეორე ეტაპი - პრეზენტაციები
19.02.10 - შედეგების გამოცხადება
22.02.2010 - 26.02.2010 - ტრენინგები შერჩეული ლექტორებისათვის
01.03.2010-დან - სასწავლო კურსის დაწყება.

ბანერები