ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

კონკურსი საინჟინრო ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე

განცხადებები

აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გამოცხადდეს ღია კონკურსი საინჟინრო ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე, 2011 წლის 7 თებერვლიდან.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

       1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
       2. პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
       3. დოქტორის (ან დოქტორთან გათანაბრებული) სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
       4. CV

საბუთების მიღება დაიწყება 2011 წლის 7 მარტიდან და გაგრძელდება 2011 წლის 22 მარტის ჩათვლით. საბუთების მიღება იწარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში, მისამართი: ჩოლოყაშვილის 3/5, სამუშაო დღეებსა და საათებში, საბუთები შეიძლება გამოგზავნილ იქნას ელექტრონული ფორმით მისამართზე: info@iliauni.edu.ge

დეკანის არჩევნები ჩატარდება 2011  წლის 18 აპრილს.

ბანერები