ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

კონკურსი მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს საფინანსო სამმართველოში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე 2011 წლის 19 მაისიდან.

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:

1. უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების მართვის სფეროში
2. საოფისე კომპიუტერული პროგრამებით (Excel, Word) ოპერირების  სრულყოფილი ცოდნა;
4. საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობის ცოდნა;
5. სასურველია საბიუჯეტო კანონმდებლობის ცოდნა, კერძოდ:
ა) საქართველოს კანონი "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი";
ბ) საქართველოს კანონი ”უმაღლესი განათლების შესახებ”
გ) "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი;
დ) "საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონი;
ე) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება;
ვ) გრანტების შესახებ საქართველოს კანონის ცოდნა;

6. ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის დამყარების უნარი;
7. დროის შეზღუდულ პერიოდში კოორდინირებული მოქმედების უნარი, ოპერატიულობა;

სამუშაო გამოცდილება:

მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება ფინანსების მართვის სფეროში

მოვალეობები:

  1. უნივერსიტეტისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ბიუჯეტის  დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
  2. კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტის შემოსავლებისა და გასავლების ფინანსურ მართვაში მონაწილეობის მიღება;
  3. უნივერსიტეტის შემოსავლების და ხარჯების ფაკულტეტთაშორისი განაწილების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  4. საფინანსო სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი კორესპონდენციის პროექტების მომზადება;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ CV შემდეგ მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge 2010 წლის 19 მაისიდან 2011 წლის 29 მაისის ჩათვლით. გთხოვთ საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ბანერები