ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

კონკურსი მოწვეული ლექტორის თანამდებობაზე

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ტურიზმის ცენტრი აცხადებს კონკურსს ტურიზმის მენეჯმენტის მოწვეული ლექტორის თანამდებობაზე. გვესაჭიროება სპეციალისტები შესაბამისი აკადემიური განათლებითა და პრაქტიკული სამუშაო გამოცდილებით შემდეგი აკადემიური კურსების ორგანიზებისთვის:

კურსების ჩამონათვალი:

  • ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტი (2 სემესტრიანი კურსი)
  • მარკეტინგი და გაყიდვები ტურიზმის სფეროში (1 სემესტრიანი კურსი)
  • ღვინოთმცოდნეობა (1 სემესტრიანი კურსი)
  • ღონისძიების მენეჯმენტი (1 სემესტრიანი კურსი)
  • სასტუმროს და რესტორნის ტექნიკური პროგრამული უზრუნველყოფა (1 სემესტრიანი კურსი)
  • საერთაშორისო რეზერვაციის სისტემები (1 სემესტრიანი კურსი)

შენიშვნა: 1 სემესტრი მოიცავს 15 სალექციო კვირას (სულ 30 საკონტაქტო საათი, ან მეტი).
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აკადემიური ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • სწავლების და ლექციების ჩატარების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • კრეატიულობა - ინტერაქციული ლექციების ჩატარების და აუდიტორიის მართვის  უნარები;
  • უნარი, წაიკითხოს კურსი ინგლისურ ენაზე საჭიროების შემთხვევაში (სასურველია).

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა ვთხოვთ გამოგზავნოთ შევსებული აპლიკაცია (თან აქვს დართული განცხადებას) შემდეგ ელ-მისამართზე არაუგვიანეს 23 ივნისისა: vacancy@iliauni.edu.ge.

გთხოვთ, წერილი საგნის ველში (subject line) მიუთითოთ პოზიციის და კურსის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

თანდართული ფაილი: სააპლიკაციო ფორმა.

ბანერები