ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

კონკურსი მასწავლებლის თანამდებობებზე

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტის მოდულის კურსების წასაკითხად მოწვეული მასწავლებლის თანამდებობებზე 2011 წლის 18 იანვრიდან.

სასწავლო კურსების ჩამონათვალი:

•    საქართველოს ტურისტული რესურსები (1 სემესტრიანი კურსი)
•    მსოფლიო ტურისტული რესურსები (1 სემესტრიანი კურსი)
•    ტურიზმის და მასპინძლობის ბიზნესის მენეჯმენტი (2 სემესტრიანი კურსი)
•    მარკეტინგი ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში (1 სემესტრიანი კურსი)
•    გაყიდვები ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში (1 სემესტრიანი კურსი)
•    საქმიანობის დაგეგმარება და მართვა ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში (2 სემესტრიანი კურსი)
•    ფასწარმოქმნა და მისი კონტროლი (1 სემესტრიანი კურსი)
•    ლოჯისტიკა ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტში (1 სემესტრიანი კურსი)
•    სასტუმროს და რესტორნის ტექნიკური პროგრამული უზრუნველყოფა (1 სემესტრიანი კურსი)
•    ბიზნეს კომუნიკაცია და ეთიკა (1 სემესტრიანი კურსი)
•    ღვინოთმცოდნეობა (1 სემესტრიანი კურსი)
•    კვების და სასმელის მენეჯმენტი (1 სემესტრიანი კურსი)
•    ღონისძიების მენეჯმენტი (1 სემესტრიანი კურსი)
•    მომხმარებლის ფსიქოლოგია (1 სემესტრიანი კურსი)
•    საერთაშორისო რეზერვაციის სისტემები (1 სემესტრიანი კურსი)
•    ტურის მენეჯმენტი (1 სემესტრიანი კურსი)

შენიშვნა: 1 სემესტრი მოიცავს 15 სალექციო კვირას (სულ 30 ან მეტი საკონტაქტო საათი).
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    აკადემიური ხარისხი ბიზნესის ან ტურიზმის შესაბამის სფეროში
•    სწავლების/ლექციების ჩატარების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
•    კრეატიულობა - ინტერაქციული ლექციების ჩატარების და აუდიტორიის მართვის  უნარები;
•    საჭიროების შემთხვევაში სასწავლო კურსის ინგლისურ ენაზე წაკითხვის შესაძლებლობა (სასურველია)

ანაზღაურება განისაზღვრება კონკურსანტის კვალიფიკაციის გათვალისწინებით და წარმოადგენს შეთანხმების საგანს.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ  შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ თანდართული დოკუმენტის სახით) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge არაუგვიანეს 2011 წლის 28 თებერვლისა. გთხოვთ, საგნის ველში (subject) მიუთითოთ  პოზიციის და სასწავლო კურსის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

ბანერები